ახალი წელი კახეთში

საუკუნოვან ქვევრში დაძველებული ღვინო და მრავალჟამიერი – ახალი წელი კახეთში კიდევ უფრო გამორჩეულია. იქ, სადაც ღვინის დამზადების 8000 ათასწლოვან ისტორიას ქართული მრავალხმიანობა ერწყმის, დღესასწაულიც განსაკუთრებულია. „მოამბის“ გადამღები ჯგუფი ამჯერად სოფელ ქისტაურში იმყოფებოდა, იქ, სადაც ანსამბლ მუქუეთის წევრები ცხოვრობენ. წინაპრების ტრადიციას ანსამბლის წევრები ამ დრომდე აგრძელებენ და ბუნებრივია ქართულ ხალხურ სიმღერებს დღესასწაულზეც მღერიან. საახალწლო სუფრა და კახური მრავალჟამიერი – ჟანა დიდებაშვილის და ლაშა მამულაშვილის სიუჟეტში.