ახალი წელი ბარსელონაში

შობა-ახალ წელს განსაკუთრებულად და განსხვავებულად ხვდებიან მთელს მსოფლიოში. გამონაკლისი არც ესპანეთია. „მოამბის“ ობიექტივში ამჯერად კატალონიის რეგიონი მოხვდა. ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მეტად დატვირთული მხარე, სახალისო საახალწლო ტრადიციებითაც გამორჩეულია. მათ შორისაა ხის მორებისგან შემქნილი ფიგურა, რომლითაც კატალონიელები სასაჩუქრე წვეულებას აწყობენ. იქ, სადაც   ადგილობრივები ტრადიციებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ტურისტების რაოდენობაც საკმაოდ მაღალია. ახალი წლის დღეებში ვიზიტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი საგრადა ფამილიაა, ანტონიო გაუდის არქიტექტურული შედევრის მონახულების პარალელურად, ტურისტები ტაძართან განთავსებულ საშობაო ბაზარს სტუმრობენ.

გაბრიელ ნაპოლეონეს და ლუკა ჩხაიძის რეპორტაჟი ბარსელონადან.