ახალი ვაგონები თბილისის მეტროსთვის
34-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად თბილისის მეტროში ვაგონები იცვლება.
დედაქალაქში 111 თანამედროვე ვაგონი შემოვა, რომლებიც ჩინეთში მზადდება. პირველი 4-ვაგონიანი შემადგენლობა დედაქალაქში წლის ბოლოს გამოჩნდება, დანარჩენი ვაგონები კი ეტაპობრივად გამოიგზავნება. ახალი ვაგონების პრეზენტაცია დღეს ჩინეთის ქალაქ ნანკინში გაიმართა – იქ, სადაც ტენდერში გამარჯვებულმა ჩინურმა კომპანიამ თბილისის მეტროსთვის ვაგონები დაამზადა. ახალი მატარებლების წარდგენის ცერემონიას ვაგონების მწარმოებელმა კომპანიამ საკუთარ საწარმოში უმასპინძლა. ძველი და თითქმის ამორტიზებული ვაგონების ახლების ჩანაცვლების პროცესი დაახლოებით 4 წელიწადში დასრულდება.