საქართველოს დღეიდან საკუთარი განახლებული ტურისტული პორტალი ექნება.
ვებ-გვერდზე სტუმრობით ქვეყანაში მოგზაურობის დაგეგმვა მარტივად იქნება შესაძლებელი. ვიზიტორებს სასურველი ტურისტული ადგილების და ღირსშესანიშნაობების მონიშვნა სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ, გამარტივდება მარშრუტის შედგენა, სასურველი ტრანსპორტის მოძიება და ლაშქრობების დაგეგმვაც. მოლოდინია, რომ ორენოვანი ახალი პორტალი ქვეყანაში უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს.