ახალი ტურისტული ბილიკები თუშეთში

თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა – ზაფხული ფაქტობრივად ერთადერთი სეზონია, როცა ამ მხარესთან კავშირი რამდენიმეთვიანი იზოლაციის შემდეგ ისევ შესაძლებელი ხდება. ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად, ტრადიციულ მარშრუტებს წელს კიდევ უფრო მეტი მიმართულება ემატება. ტურისტული ბილიკები მიუვალ სოფლებშიც გაიჭრა, ეტაპობრივად ვითარდება ინფრასტრუქტურა. დაწყებულია გზის რეაბილიტაციაც, რაც იმედს იძლევა, რომ მომავალში საქართველოს ეს უნიკალური მხარე ტურისტებისთვის მეტი დროითა და მეტი შესაძლებლობით იქნება ხელმისაწვდომი.

ნათია ქენქაძისა და ზაზა შუკვანის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები