ახალი ტერმინალის მშენებლობა ქუთაისის აეროპორტში

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის მეორე ფაზა დაიწყო.

იგეგმება შენობის სახურავისა და ფასადის მოწყობა.

მშენებლობის დასრულების შემდეგ დღეისთვის არსებული ტერმინალის სივრცე გაფრენის ზონა გახდება, ახალ ტერმინალში კი ჩამოფრენის დარბაზები განთავსდება.

აეროპორტს შვიდი გასასვლელი ექნება და საათში 1 200 მგზავრს გაატარებს.

სამშენებლო სამუშაოები დღეს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ დაათვალიერა.