ახალი ტექნოლოგიები ტურიზმის სექტორში

18:51, 23.06.2025

ტურიზმის მომავალი და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება მოგზაურობის მარკეტინგში.

როგორი იქნება ახალი თაობის ჩართულობა ამ სფეროში. საკითხზე ისაუბრეს ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, „გლობალ ტექ-უიქენდის“ ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, მალე რობლოქსის პლატფორმაზე ქართული თამაშიც გამოჩნდება, რომლის საშუალებითაც, ქართველი და უცხოელი მოზარდები ერთად შეძლებენ საქართველოს გაცნობას. Roblox წარმოადგენს გლობალურ ციფრულ პლატფორმას, რომელიც  მილიონობით მომხმარებელს აერთიანებს.

მსგავსი