ზუგდიდში ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მორიგი საპროტესტო მანიფესტი გაიმართა. სამხარეო ადმინისტრაციის წინ შეკრებილებს რეჟისორმა დავით დოიაშვილმა, მსახიობებმა და თბილისში აქციაზე დაკავებული ლუკა ჯაბუას დედამ მიმართეს. მანიფესტის მონაწილეებმა საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანები სცენიდან გაამხნევეს. აქციაზე გაშლილი ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. გამოტანილი იყო ბანერი – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.