ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრში შემოქმედებითი გუნდი ღია ცის ქვეშ საკუთარ მანიფესტს წარადგენს. ღონისძება მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც თეატრის მიერ დასახელებული ულტიმატუმის ვადა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებისთვის ამოიწურა. ეს ქვეყანა ჩემია და ჩვენ ერთად გადავცურავთ ზღვას – ამ სიტყვებით მსახიობების ვიდეო 21 იანვარს გავრცელდა. „როდესაც ქვეყანაში შუქი ქრება, სცენა ინთება“ – თქვა დავით დოიაშვილმა. ახალი თეატრის წინ მოეწყო სცენა, ადგილზე მიტანილია საქართველოს და ევროკავშირის დროშები. სცენის თავზე გადმოფენილია ანდრო ჭიჭინაძის დიდი პლაკატი სახელწოდებით – „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“.