აჭარისა და სამეგრელოს შემდეგ, „ახალი თეატრის“ დასი იმერეთში ჩავიდა.
„ჩვენ ერთად გადმოვცურავთ ზღვას“- ამ სახელწოდების მანიფესტს ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობების ნაწილი შეუერთდა. პერფორმანსი ბალახვანში , ე.წ. 100-საფეხურიან კიბესთან გაიმართა. „ახალი თეატრი“ რეგიონებში მოგზაურობას აგრძელებს და დღეს გურიაში ჩავა.