ახალი თავმჯდომარის არჩევა

აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის ახალი შემსრულებელი აირჩია.

თანამდებობას რუსლან აბაშიძე დაიკავებს, რომელმაც 10 დღის განმავლობაში სამოქმედო გეგმა და საკადრო პოლიტიკა უნდა წარადგინოს.

გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მიიღეს. მონაწილეობა 19-დან 11-მა დეპუტატმა მიიღო. გადაწყვეტილებას მხარი დამსწრეთა სრული შემადგენლობით დაუჭირეს. აბაშიძის კანდიდატურას ჰყავდა მოწინააღმდეგეებიც. ისინი აცხადებენ, რომ პროცედურა დაჩქარებული წესით წარიმართა, რის გამოც მათ აბაშიძის ხედვა ვერ მოისმინეს. კანდიდატურას ეწინააღმდეგებოდა მეომართა კავშირი.

აფახეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას, 2013 წლიდან ვახტანგ ყოლბაია ასრულებდა. გასული დღეების განმავლობაში, თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ის არ ადასტურებდა, თუმცა დღეს გადადგომაზე მან, ოფიციალური განცხადბა დაწერა.