ახალი თაობის პასპორტების გაცემა დაიწყო

დღეიდან ახალი პასპორტების გაცემა დაიწყო. ცვლილებაა როგორც დიზაინში, ასევე დაცულობის სტანდარტებში. გამოყენებული მასალა დოკუმენტის დაზიანების რისკს მკვეთრად ამცირებს. ახალი პასპორტების აღება სავალდებულო არ არის – უცვლელი იქნება მისი გაცემის პირობები, ვადები და ღირებულება. 3 ნოემბრიდან ახალი დიზაინის პირადობის მოწმობების გაცემაც იგეგმება.