თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა მომდევნო წელს დაიწყება.
ეს იქნება 70 000 ადამიანზე გათვლილი სივრცე, რომელიც საფეხბურთო მატჩების და ჩემპიონატების გარდა სარაგბო ტურნირებსაც უმასპინძლებს. მთავრობა მთავარ გათვლას ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე აკეთებს. რაც შეეხება ტერიტორიას, არჩევანი ორ ადგილს შორის უნდა გაკეთდეს. ქართულ მხარეს საკონსულტაციო მომსახურებას ჰოლანდიური კომპანია უწევს. მომზადდება სტადიონის კონცეფცია, რომლის შემუშავებაში უეფას ექსპერტებიც ჩაერთვებიან. მრავალფუნქციური ობიექტის ბაზაზე საკონცერტო სივრცის მოწყობაც იგეგმება. ჯერ უცნობია, რა ბედი ეწევა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენას“, რომლის რესტავრაცია ბოლოს 2015 წელს ჩატარდა.