ახალი სტადიონი უეფა-ს ექსპერტების მონაწილეობით აშენდება
თბილისში, ახალი ეროვნული სტადიონი უეფა-ს ექსპერტების მონაწილეობით აშენდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ახალი სტადიონი, არა მხოლოდ სპორტულ, არამედ კულტურულ ღონისძიებებსაც მოემსახურება. ახალი ეროვნული სტადიონის ასაშენებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა და ვადა სექტემბრის ბოლომდეა. ამ დროისთვის, სტადიონის მშენებლობაზე ინტერესი, როგორც ქართულმა, ასევე საერთაშორისო კომპანიებმა უკვე გამოთქვეს. თბილისის ახალი სტადიონი 70 ათას გულშემატკივარზე იქნება გათვლილი.