რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობისთვის დაქირავებული ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საკონსულტაციო გუნდს წარმოადგენდნენ კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი UEFA სტადიონების მშენებლობისა და მენეჯმენტის საბჭოს წევრი, 37 წლის განმავლობაში კლუბ „არსენალის“ Emirates Stadium-ის დირექტორი და 16 წლის განმავლობაში ევროპის სტადიონისა და უსაფრთხოების მართვის ასოციაციის პრეზიდენტი, ჯონ ბიტი და პროგრამირებისა და პროცესის მართვის ექსპერტი, არქიტექტორი კრისტიან ვან ჰინკე იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ახალი სტადიონის ძირითად მახასიათებლებზე და გაუზიარეს ერთმანეთს მოსაზრებები სტადიონის პირველადი კონცეფციის შესახებ. კონსულტანტებმა გააცნეს მინისტრს სტადიონის პოტენციური მდებარეობის დათვალიერების შედეგები და შეთანხმდნენ, რომ საქართველოში პირველი ვიზიტისას მიღებული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ წარადგენენ კონცეფციასთან დაკავშირებულ უფრო კონკრეტულ შეხედულებებს. 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი ახალი მრავალფუნქციური სტადიონი, მაქსიმალური ხილვადობის ტრიბუნებით, საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს.