ახალი სტადიონების მშენებლობა საქართველოში

უეფას 21-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად დედაქალაქსა და რეგიონებში სავარჯიშო მოედნების რეკონსტრუქცია და ახალი სტადიონების მშენებლობა იგეგმება.

პროექტთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს. პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს, მისი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ლარია. ჩემპიონატისთვის, საერთო ჯამში, 12 ინფრასტრუქტურული ობიექტი უნდა მოეწყოს. პროგრამით გათვალისწინებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები წელს უნდა დაიწყოს.

უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს საქართველო 2023 წელს, 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.