ახალი სპორტული კომპლექსი ტაბახმელაში
თბილისს კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სპორტული კომპლექსი შეემატა.
ახალი ობიექტი, რომელიც ტაბახმელაში აშენდა სრულად აკმაყოფილებს ახალგაზრდა სპორტსმენების საჭიროებებს. ტერიტორიაზე განთავსებულია ადმინისტრაციული შენობაც. სპორტული კომპლექსი თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მთაწმინდის გამგებელთან ერთად გახსნა. ახალ სტადიონზე უკვე ჩატარდა პირველი ვარჯიშიც.