გლდანის რაიონის მეოთხე მიკრორაიონის ნომერ 110 და 112 კორპუსებთან სკვერი ეწყობა. სამუშაოები რვა ათასს კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ტარდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი და რეკრეაციული სივრცის მოწყობა მოსახლეობასთან შეთანხმებით განხორციელდა. სკვერში განთავსდება მოსასვენებელი სივრცე, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები. ასევე, სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობა ახორციელებს.