გლდანში, მეოთხე მიკრორაიონის N110–112 კორპუსების მიმდებარედ, ახალი სკვერი გაიხსნა. 8 000 კვ.მ ფართობზე, მოსახლეობასთან შეთანხმებით, უკანონო შემოღობვებისა და ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ლედ სანათები, მოეწყო ველო და საფეხმავლო ბილიკები. ასევე, მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, დაირგო რულონური ბალახი და ხე-მცენარეები, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.