დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონში, 30-ე კორპუსის მიმდებარედ, ერთ ჰექტარ ფართობზე, ახალი სკვერი ეწყობა.
პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, უკანონო შემოღობვები დაიშალა. ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების ჭრის სამუშაოები განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მოიჭრა თვითნათესი მცენარეები. ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად, მასშტაბური გამწვანების სამუშაოები ჩატარდება. პროექტის ღირებულება ორ მილიონ ლარს შეადგენს. ტერიტორია დღეს დედაქალაქის მერმა დაათვალიერა.