ახალი სკოლის მშენებლობა

18:33, 21.10.2025

ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, თბილისის № 89 სკოლა მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე შენობით ჩანაცვლდება. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, თბილისის № 89 საჯარო სკოლის შენობას სრული დემონტაჟი ჩაუტარდება და მის ადგილას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა აშენდება. დასკვნის თანახმად, შენობის კონსტრუქციული ელემენტების დეტალური გამოკვლევის შედეგად, მდგრადობის მნიშვნელოვანი პრობლემები გამოვლინდა. კერძოდ, სპეციალისტების შეფასებით, არსებული შენობა არ შეესაბამება სეისმურ ნორმებს, დაზიანებულია მისი საძირკველი, არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს და აღდგენას არ ექვემდებარება. სკოლის მშენებლობა ევროსაბჭოს განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

მსგავსი