ახალი სკოლის მშენებლობა მარტვილში

12:17, 01.02.2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწში საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა შენდება, მოეწყობა შენობის გარე და შიდა სივრცეები.

სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გაეცნო. პროექტს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

მსგავსი