„ახალი სკოლის მოდელი“

პროგრამა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ახალი ეტაპის განხორციელებას იწყებს განათლების სამინისტრო.

„ახალი სკოლის მოდელით“ 165 სკოლაში ისწავლება, წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 300-მდე უნდა გაიზრდოს, 2024 წელამდე კი მან ქვეყნის 1085-ვე საჯარო სკოლა უნდა მოიცვას. „ახალი სკოლის მოდელი“ ასევე ადგენს სპორტის, ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკების ჩართულობის ახალ სტანდარტსაც.