ახალი სკოლა წალკაში

საქართველოს პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან, განათლებისა და   ინფრასტრუქტურის მინისტრებთან ერთად წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოხტას ახალაშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელიც ინვენტარით აღჭურვის ეტაპზეა. მთავრობის მეთაური ადგილზე შესრულებულ სამუშაოებს პირადად გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება და განათლებისა და მეცნიერების განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

თანამედროვე სტანდარტების შენობაში, რომელიც 90 მოსწავლეზეა გათვლილი, 9 საკლასო ოთახი და 1 ლაბორატორიაა განთავსებული. პროექტის ფარგლებში მოეწყო სკოლის ეზო, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.

სამშენებლო სამუშაოების დასრულება 30 აგვისტოს იგეგმება.