ახალი სკოლა თბილისში

საქართველოში „ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები“ გაიხსნა. ღონისძიება ლისის ახალ კამპუსში გაიმართა. სკოლები საქართველოში თურქეთის სახელმწიფოს ეგიდით, მაარიფის საერთაშორისო ფონდის ბაზაზე დაარსდა. ფონდი საგანმანათლებლო საქმიანობას 67 ქვეყანაში ეწევა. ფონდის პირველი სკოლა 2019 წლიდან ფუნქციონირებს. წელს კი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი კამპუსი გაიხსნა. სკოლები ინტერნაციონალურია და მასში როგორც თურქი ბავშვები, ასევე ქართველებიც სწავლობენ.