ახალი შტამი „ომიკრონი“ და ეპიდემიოლოგიური ვითარება

ამ წუთის მონაცემებით, „ომიკრონის“ შტამს საქართველომდე არ მოუღწევია.

არსებობდა ეჭვი რამდენიმე შემთხვევაზე, თუმცა ნიმუშების ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნის შემდეგ სამხრეთ აფრიკული ახალი შტამი არ დადასტურდა. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ 30-მდე მუტაციის მქონე შტამი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და ყოველ ორ დღეში ინფიცირების მაჩვენებლები თითქმის ორმაგდება, ახალი ვარიანტი ჩვენს ქვეყანაშიც დიდი ალბათობით მალე გამოვლინდება. ერთადერთი დასკვნა, რომელიც „ომიკრონთან“ დაკავშირებით ამ დროისთვის არსებობს, არის ის, რომ „ფაიზერის“ გამაძლიერებელი ე.წ. ბუსტერ-დოზა ახალი შტამის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. სხვა ქვეყნებისგან გასხვავებით, საქართველოში ბუსტერზე მოთხოვნა საკმაოდ დაბალია. რაც შეეხება ზოგად ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ბოლო დღეებში ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა იკლებს, რეანიმაციულ განყოფილებებში მძიმე პაციენტთა რიცხვიც შედარებით შემცირდა.