ახალი შეთანხმება

საქართველოს ხელისუფლებამ და „ინტერრაომ“ შეთანხმებას მიაღწიეს.

საქმე ეხებოდა დავას, რომელიც საქართველომ საერთაშორისო არბიტრაჟში „Интер РАО“-სთან წააგო. საქართველოს კომპანიის სასარგებლოდ 75.9 მლნ დოლარის გადახდა ჰქონდა დაკისრებული. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, „ინტერაოსთან“ გაფორმებული ახალი შეთანხმებით, ამ დავას საქართველოს ეკონომიკაზე ნულოვანი გავლენა ექნება. მისივე თქმით, საჯარო განცხადებებში ანტირუსულმა, მაგრამ ქმედებებით ალბათ ყველაზე რუსულმა სააკაშვილის ხელისუფლებამ გადასცა სტრატეგიული ენერგოობიექტები რუსულ მხარეს, რუსულ კომპანიას და ასევე დააკისრა თავისივე გადაწყვეტილებით, გაზრდილი ტარიფის გადახდა საკუთარ მოსახლეობას, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა.