საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, დამატებით სამმა ქართულმა სტარტაპმა მიიღო. ჯამში, ამ ეტაპზე, სტატუსს 11 სტარტაპი ფლობს. სტატუსი ითვალისწინებს საგადასახადო მხარდამჭერ მექანიზმს, რომლის მიხედვითაც, სტატუსის მინიჭებიდან სამი წლის განმავლობაში მოქმედებს 0%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი. მხარდამჭერი მექანიზმის მთავარი მიზანია, შეამსუბუქოს ფინანსური ტვირთი დამწყები ინოვაციური ბიზნესებისთვის, იმ პერიოდში, როდესაც კომპანიები ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებენ საკმარის საოპერაციო შემოსავალს, თუმცა აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მფლობელები „ჰერიო სოლუშენს“, „ედვაიზო სოლუშენს“ და „ვენროლი“ გახდნენ.