ახალი შესაძლებლობა ქართველი მეწარმეებისთვის

ელექტრონული კომერციის წამყვან B2B პლატფორმაზე Alibaba.com ქართული კომპანიების განთავსება დაიწყო. თავდაპირველად პლატფორმაზე 50 კომპანია განთავსდება, Alibaba.com-თან თანამშრომლობის მომდევნო ეტაპზე კი ქართული კომპანიების რაოდენობა გაიზრდება. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სრულად დაფარავს წლიურ საწევრო გადასახადს, პროდუქციის პოპულარიზაციისა და პლატფორმაზე განთავსებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს.