ახალი შემნახველი საწარმო მცხეთაში

ახალი შემნახველი საწარმო ამოქმედდა მცხეთის რაიონში. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემნახველი საწარმო – შპს ხიჩატელმა შექმნა. სამაცივრე მეურნეობაში წლიურად 910 ტონა ხილის განთავსებაა შესაძლებელი.

საწარმოში, რომელიც ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში დაფუძნდა, 15 ადამიანია დასაქმებული. მეურნეობის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

დატოვე კომენტარი