ახალი სერვისის პრეზენტაცია

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ცნობის აღება, დღეიდან იუსტიციის სახლის ფილიალებშიც არის შესაძლებელი.  უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისებს შორის რიგით მეორე ყველაზე მოთხოვნადი დოკუმენტია. სერვისის დამატება იუსტიციის სახლის მომხმარებლისთვის მეტი კომფორტისა და სახელმწიფო სერვისებზე უკეთ წვდომის მიზნით განხორციელდა.

სერვისით სარგებლობა მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ყველა ფილიალსა და მომსახურების სააგენტოების ტერიტორიულ ერთეულებში შეუძლიათ. ცნობის მომზადების ვადა და საფასური შეადგენს: 5 დღეში – 20 ლარს; 3 სამუშაო დღეში – 35 ლარს; ერთ სამუშაო დღეში – 45 ლარს.