ახალი სერვისები ფოთში

ფოთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები მუსიკას ქმნიან. ინოვაციურ პროგრამას არჩილ ხორავას სახელობის მუსიკალური სასწავლებელი ახორციელებს. თერაპევტებთან ერთად სეანსები ჯგუფურად და ინდივიდუალურად ტარდება, სამიზნე ჯგუფი კი 3-დან 10 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე ბავშვები არიან. ამასთან, ფოთში გრძელდება არტ-თერაპიის ექვსთვიანი უფასო პროგრამა, რომელიც სამხატვრო სასწავლებელში ხორციელდება.

თეა აბსარიძისა და გოგა გახარიას რეპორტაჟი.