ახალი საზღვაო ტერმინალი

ანაკლიას, ბათუმსა და ფოთს შორის კონკურენცია მძაფრდება. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ამჯერად ფოთის პორტში იწყება. შედეგად, ადგილზე მეტი ტვირთის გადაზიდვა და უფრო მაღალი ტვირთამწეობის გემების მიღება იქნება შესაძლებელი.

პროექტისთვის 50 მილიონ დოლარს ამერიკის შეერთებული შტატების კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია გამოყოფს, რაც დღეს ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერად შეფასდა.

პროექტის პრეზენტაციას უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დაესწრნენ.