ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა ფოთში

21:10, 25.06.2026

მსხვილი პროექტი საქართველოში ამერიკული მხარის ჩართულობით. ფოთის პორტი ფართოვდება – იწყება ახალი ნავმისადგომის მშენებლობა, რასაც შუა დერეფნის მიმართ მზარდი საერთაშორისო ინტერესის და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ათვისების მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს არის ქართული სატრანსპორტო კომპანია „პეის ინტერნაციონალის“ და ამერიკის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის ერთობლივი პროექტი. ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური ამერიკულ საფინანსო ინსტიტუტთან თანამშრომლობით ოთხი წლის წინ გაიხსნა, ახლა კი მშენებლობის მეორე ფაზა იღებს სტარტს. ტვირთბრუნვის მზარდი მაჩვენებლების ფონზე ახალი ნავმისადგომი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის, დაანონსებულმა ნავსადგომმა მილიონი ტონით მეტი ტვირთი უნდა გაატაროს და ტვირთების დამუშავება უფრო სწრაფი გახადოს. 130 მილიონ დოლარად შეფასებული პროექტისთვის 75 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი ამერიკულმა კორპორაციამ გამოყო. კაფსულის პრეზენტაციას ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ესწრებოდა, რომელმაც პროექტს ორი ქვეყნის პატიმრობაში მნიშვნელოვანი ეტაპი უწოდა.

რა გავლენა ექნება საქართველოს სატრანსპორტო დერეფანზე ახალ თანამედროვე ინფრასტრუქტურას – რეპორტაჟი ფოთიდან.

მსგავსი