ახალი საზღვაო ნავსადგურის მეორე ფაზის მშენებლობა იწყება
ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მეორე ფაზის მშენებლობას ჩაეყარა დღეს საფუძველი. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ, კომპანია „პეის Group“-თან 25 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა. დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება. პროექტის განხორციელების შედეგად, პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში დამატებით მილიონი ტონით გაიზრდება, გაძლიერდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა. საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოება არის მორიგი ნიშანი იმისა, რომ საქართველო რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად მკვიდრდება.