ახალი საწარმო
საქართველოში ჰიმალაის მარილის საწარმო ამოქმედდება.
ინვესტორს უკვე გადასცეს რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილზე მიწის ნაკვეთი, სადაც წელიწადში მინიმუმ 2 500 ტონა პროდუქციის წარმოება მოხდება.
მარილი საქართველოშიც გაიყიდება, ასევე იგეგმება ექსპორტი რეგიონისა და ევროკავშირის ქვეყნებში.
ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ჰიმალაის მარილი 84 მინერალს შეიცავს. საინვესტიციო პროექტში იაპონიის მოქალაქეები არიან ჩართულები, რომლებიც პაკისტანში ჰიმალაის მარილის საბადოებს ფლობენ.