ახალი სატრანსპორტო სისტემა რუსთავში

მგზავრთა უსასრულო რიგები და მოუწესრიგებელი სატრანსპორტო სისტემა – ეს კი რუსთავის ყოველდღიური პრობლემაა, რომელიც გეგმის მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის მორიგმა ეტაპმა უნდა მოაგვაროს. ამიერიდან ევრო 6-ის სტანდარტის ახალი თანამედროვე ავტობუსები მგზავრებს რუსთავიდან თბილისში, დიდუბის სადგურამდე გადაიყვანს. პროექტისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 20 მილიონი ლარი დახარჯა და 70 ერთეული ევროსტანდარტის შესაბამისი ავტობუსი შეიძინა. რუსთავიდან დედაქალაქის მიმართულებით ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს ჯამში ხუთ სხვადასხვა მარშრუტზე მოემსახურება. რუსუდან ლოლაძისა და ირაკლი თელაურიძის რეპორტაჟი.