ახალი სატრანსპორტო რეფორმა

ავტოსადგურებისა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. ცვლილებები ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს. დადგინდა კრიტერიუმები, რომელიც ავტოსადგურებმა პირველ ივნისამდე უნდა დააკმაყოფილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ. შესაბამისი ნებართვის აღება მოუწევთ მძღოლებსაც. რეგულაციებით ასევე იკრძალება შორ მანძილზე სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო დანიშნულების პუნქტი საწყისი წერტილიდან 150 კილომეტრზე მეტით არის დაშორებული, მძღოლები მგზავრთა გადაყვანას მიკროავტობუსით ვეღარ შეძლებენ. არიან თუ არა ინფორმირებულები ცვლილებების შესახებ მძღოლები და რა წინააღმდეგობებს აწყდებიან ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილების გზაზე? – დეტალები ანა ნოდიას, ვახო ლეკიაშვილისა და კაკო გურგენიშვილის რეპორტაჟში.