ახალი სატრანსპორტო კვანძი

18:36, 01.07.2025

ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთასთან ახალი სატრანსპორტო კვანძი ეწყობა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები და ტროტუარები. სრულად განახლდება გარე განათების ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს და გზის სავალ ნაწილს. დამონტაჟდება „ჭკვიანი შუქნიშნები“.  სამუშაოების პროცესში, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, ნაწილობრივ შეიზღუდება. მიმდინარე სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო.

ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობა აგვისტოში დასრულდება.

მსგავსი