ახალი სასწავლო წლის დაწყება თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეიდან ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 28 ათასი სტუდენტისა და 3 ათასამდე პროფესორ-მასწავლებლისთვის მიღება გაიმართა. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სახელმწიფო უნივერსიტეტის ექვსი ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურზე 7 000-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაირიცხა. ყველაზე მაღალქულიან პირველსემესტრელ სტუდენტებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ახალ სასწავლო წელს თსუ განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება: სხვადასხვა კორპუსში განახლდა სასწავლო სივრცეები, მოეწყო კომპიუტერული კლასები და სტუდენტთა მომსახურების ცენტრები, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს თსუ-ის ბიბლიოთეკის შენობაში.
მიმდინარე სამუშაოების მიზანია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის თანამედროვე, უსაფრთხო და სასწავლო პროცესის საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნა. დღეს უნივერსიტეტში 7 ფაკულტეტი, 16 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, 85 ლაბორატორიაა. მოქმედებს 240-ზე მეტი სასწავლო პროგრამა, მათ შორის უცხოენოვანი და საერთაშორისო აკრედიტაციების მქონე პროგრამები.