ახალი სასწავლო წლის დაწყება – მშობლების პროტესტი
157-ე სკოლასთან სარეაბილიტაციო პროცესის გაჭიანურება გააპროტესტეს. მოსწავლეების მშობლების განცხადებით, სწავლა აღნიშნულ დაწესებულებაში წელიწადნახევარია შეწყვეტილია. შეკრებილების თქმით, მათ შვილებს სწავლის გაგრძელება სხვა სკოლებში უწევთ, რაც არაერთ პრობლემასთან არის დაკავშირებული. როდის დასრულდება ამ სკოლის რეაბილიტაცია, მათთვის უცნობია.