ახალი სასწავლო წლის დაწყება აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ზუგდიდიდან მიულოცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ. გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად, ზუგდიდში, აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. დააჯილდოეს ოქროსმედალოსანი მოსწავლეები.
შეხვედრა გაიმართა მასწავლებლებთანაც. მოსწავლეებს უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები, ხოლო პირველკლასელებს წიგნებთან ერთად, ნეტბუქები გადაეცათ.