ახალი სასწავლო წლის დაწყება კახეთში
ახალი სასწავლო წელი თელავის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რეაბილიტირებულ შენობაში დაიწყეს. 350 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა სრულად განახლდა. მოეწყო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები, ეზო და უსაფრთხოების სისტემები. შენობაში განთავსებულია, ასევე, ბიბლიოთეკა და ლაბორატორია, სადაც მოსწავლეებს თეორიულთან ერთად, პრაქტიკული ცოდნის მიღებაც შეეძლებათ.
თელავის №2 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახლდა. პროექტის საერთო ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.