ახალი სასწავლო წელი ქუთაისის უნივერსიტეტში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. მიღებაზე პირველკურსელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ სკოლების ხელმძღვანელებს, მოესმინათ სტუდენტებისთვის განკუთვნილი პროგრამების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. დეტალურად განხილეს სიახლეები, რაც მიმდინარე წელს ამოქმედდება.