ახალი სასწავლო წელი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

12:27, 15.09.2026

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას პირველკურსელი იუნკერები შეუერთდნენ. წელს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერი 100-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა. აკადემიის წარმომადგენლებმა პირველკურსელ იუნკერებს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში არსებული უსაფრთხოების წესები და სამართლებრივი საკითხები გააცნეს. იუნკერებს სამხედრო ფორმები დაურიგდათ, რის შემდეგაც, ყაზარმებში გადანაწილდნენ. ახალგაზრდებმა გაიარეს შიდა შესარჩევი ტური, რომელიც მოიცავდა ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში, ფსიქოლოგიურ შერჩევასა და სამედიცინო შემოწმებას. პირველკურსელი იუნკერები გაივლიან 6-კვირიან საწყისი საბრძოლო მომზადების პროგრამას. საკარანტინო პერიოდის შემდეგ, ისინი გააგრძელებენ სწავლას საბაკალავრო პროგრამებზე: თავდაცვა და უსაფრთხოება, თავდაცვის მენეჯმენტი, კიბერსივრცითი ოპერაციები და ინფორმაციის უსაფრთხოება, მექანიკის ინჟინერია და საავიაციო ინჟინერია. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას კურსდამთავრებულს მიენიჭება ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ოფიცრის წოდება – ლეიტენანტი. იუნკერებისთვის გათვალისწინებულია მზარდი სტიპენდია.

მსგავსი