ახალი სასწავლო წელი დაიწყო – პრემიერის მილოცვა
საქართველოს პრემიერ მინისტრი სასწავლო წლის დაწყებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველა მოსწავლეს, სტუდენტს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მშობლებს ულოცავს. „განსაკუთრებით გილოცავთ პირველკლასელებსა და პირველკურსელებს, ვისთვისაც დღეს ცოდნის შეძენის, პიროვნული ზრდისა და ახალი შესაძლებლობების უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება. სწორედ თქვენი ცოდნა, განათლება და შრომისმოყვარეობა განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეს და საიმედო მომავალს. მჯერა, არაერთ წარმატებას მიაღწევთ. მომავალი თაობების აღზრდის საქმეში ფასდაუდებელია ჩვენი პედაგოგების როლი. მადლობას ვუხდი თითოეულ მასწავლებელსა და ლექტორს ამ საპატიო მისიის ერთგულად შესრულებისთვის.“ – ნათქვამია პრემიერ მინისტრის განცხადებაში.