ახალი სასწავლო წელი დაიწყო 

21:42, 15.09.2026

პირველი ზარი სკოლებში – სამთვიანი შესვენების შემდეგ სასწავლო პროცესი განახლდა.

45 000 ბავშვი საგაკვეთილო პროცესს დღეს პირველად დაესწრო. პირველკლასელები სკოლაში ახალი სასკოლო ფორმებით მივიდნენ, რომელთა ტარება ახლად დაწყებული რეფორმის გამო სავალდებულო გახდა. ფორმებს პირველ ეტაპზე მოსწავლეები მეექვსე კლასის ჩათვლით ატარებენ, დაგეგმილია მაღალი კლასების ეტაპობრივი დამატება. სიახლეა სახელმძღვანელოების კუთხითაც, რამდენიმე კლასისთვის წიგნების ნაწილი განახლდა. ახალ სასწავლო სეზონს ახალი შენობით შეხვდა 30 სკოლა, რეაბილიტაცია მიმდინარეობს კიდევ 110 სკოლაში. შედეგად მოსწავლეების ნაწილი ახლომდებარე სკოლებშია განაწილებული, ნაწილი კი ჰიბრიდულ რეჟიმში ისწავლის.

 

მსგავსი