ახალი სასტუმრო კომპლექსი წინანდალში

წინანდალში “რედისონ ქოლექშენის ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა. შენობა აერთიანებს 141 ნომერს, საკონფერენციო და საზეიმო ღონისძიებათა დარბაზებს, ბიბლიოთეკას, ღია და დახურული რესტორნებს, სპა-ცენტრს, აუზს და ფიტნეს კლუბს.  წინანდლის განახლებული კომპლექსი მოიცავს 1200-ადგილიან ამფითეატრს, 600-ადგილიან დახურულ საკონცერტო დარბაზს, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ ღვინის ქარხანასა და აღდგენილ ვენახებს.

პროექტი საპარტნიორო ფონდის ხელშეწყობით განხორციელდა. ჯამური ღირებულებაა 35 მლნ დოლარი, საპარტნიორო ფონდის დაფინანსება 10 მლნ დოლარს შეადგენს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

დღესვე ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს მთავრობას, ამერიკულ ჰუმანიტარულ ფონდსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ მოძრაობას შორის. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის პრიორიტეტები იქნება შრომის უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დანერგვა, საქართველოს გადაქცევა 100%-ით მწვანე, მდგრად და ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნად.