ახალი სასტიპენდიო სქემა

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, სადაც ცენტრის დირექტორმა საზოგადოებას მიმდინარე და ახალი სასტიპენდიო სქემების, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამისა და ცენტრის საქმიანობის ახალი პერსპექტივების შესახებ  ანგარიში წარუდგინა.

2018 წელს, განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გაიცა 191 სტიპენდია, ბენეფიციართა საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფოს მიერ 6 494 ათასი  ლარით დაფინანსდა. დაარსების დღიდან ცენტრმა 650-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის.