„ახალი საქართველოს“ მიმართვა განათლების მინისტრს

პოლიტიკური პლატფორმა – „ახალი საქართველო“ განათლების მინისტრს მიმართავს. ნანა ტოხვაძემ უწყებაში წერილი შეიტანა და მიხეილ ბატიაშვილთან სამუშაო შეხვედრის ჩატარება მოითხოვა. პოლიტიკურ პლატფორმას სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს და ასევე  სურს მოისმინოს მინისტრის პოზიცია საგამოცდო სისტემის გაუქმების შესახებ.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან ყველა მხარეს შეხვდნენ და გააცნონ უწყების ხედვა.